სიახლეები

„გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“ - ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდები

 

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს "გიორგი მარგიანი სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“. პროექტი ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

პროექტის მიზანი

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას. 

იმიტირებული სასამართლო პროცესის ეტაპები:

იმიტირებული სასამართლო პროცესი  შედგება ორი ეტაპისაგან − წერითი და ზეპირი რაუნდები.

  • თითოეული რეგისტრირებული გუნდი წარმოადგენს როგორც დაცვის, ისე ბრალდების პოზიციებს წერით და ზეპირ რაუნდებში
  • წერით რაუნდში გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ზეპირ რაუნდში

ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდები

გუნდის ნომერი

უნივერსიტეტი

001

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

003

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

004

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

006

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

007

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

009

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

010

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

012

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი