სიახლეები

ინსტიტუციური ვიზიტი იუსტიციის სასწავლო ცენტრში

2017 წლის 21 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, ინსტიტუციური სასწავლო ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.

სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს საქმიანობის შესახებ. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ნორმატიული აქტების მომზადების, ექსპერტიზის, რეგისტრაციისა და გამოქვეყნების თავისებურებებს.

პრეზენტაციების შემდეგ, სტუდენტებს ჩაუტარდათ მასტერკლასი თემაზე: „ემოციების მართვა“, მასტერკლასს უძღვებოდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის მეორე რანგის ტრენერი ნინო ელბაქიძე. ინსტიტუციური ვიზიტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.