სიახლეები

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ეტაპში მონაწილე 6 საუკეთესო გუნდი ცნობილია

 

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (TCJ) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში (ICRC), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ახორციელებს ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა სხვადასხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარმოდგენილმა 28 გუნდმა.

შემოსული განაცხადების, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე, შეირჩა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ეტაპში მონაწილე 6 საუკეთესო გუნდი:   

დასკვნითი ეტაპის მონაწილე გუნდები

N

გუნდის ნომერი

1

005

2

021

3

003

4

028

5

023

6

025

 

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნითიეტაპი გაიმართება ყვარლის ისუტიციის სასწავლო ცენტრში, 2017 წლის 2-4 ივნისს. (კომენტარი: განთავსების, კვების და ტრანსპორტირების ხარჯი სრულად ფინანსდება წითელი კვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ)

 

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

 

-პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

- შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა

-გამოვლინდება შემდეგი სახის გამარჯვებულები: ფინალში გამარჯვებული გუნდი,      საუკეთესო მომხსენებელი