სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის შემდეგ ეტაპზე გადასული გუნდების სია

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსთან (ELSA Georgia) ერთად, 2017 წლის 24-25 ივნისს  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნულ შეჯიბრს ახორციელებს.

2017 წლის 1 მაისიდან 8 მაისამდე,  საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 3 წევრისგან შემდგარმა 40-მა გუნდმა გამოთქვა ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი. დარეგისტრირებული გუნდებისთვის, 2017 წლის 15-16 მაისს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ადმინისტრირებით, განხორციელდა ტესტირება.

ტესტირების შედეგების შესაბამისად, ეროვნული შეჯიბრის მომდევნო ეტაპზე გადავიდა 17 გუნდი (51 მონაწილე). შემდეგ ეტაპზე გადასულმა გუნდებმა წერილობითი პოზიციები უნდა მოამზადონ მიმდინარე წლის 15 ივნისამდე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი გაიმართება 24-25 ივნისს.

იხ. მომდევნო  ეტაპზე გადასული გუნდების რეიტინგული სია, ტესტირების შედეგების მითითებით.

გუნდის ნომერი

ჯამური ქულა

 

022

53

 
 
 

006

52

 
 
 

010

51

 
 
 

021

51

 
 
 

030

49

 
 
 

007

46

 
 
 

009

46

 
 
 

016

46

 
 
 

029

43

 
 
 

004

41

 
 
 

027

39

 
 
 

031

39

 
 
 

025

36

 
 
 

036

35

 
 
 

002

34

 
 
 

012

34

 
 
 

040

34