სიახლეები

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლა

 

მიმდინარე წლის 21-30 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსი უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში გაზარდოს ინტერესი საჯარო სამსახურის მიმართ, რათა მათ მომავალი განათლება დაუკავშირონ საჯარო მმართველობის სფეროს.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გამოვლინდებიან მათემატიკის ტურნირით, რომლის მეშვეობით შედგება რეიტინგული სია და საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 10-10 მოსწავლე (7 მოსწავლე- კერძო და საჯარო სკოლებიდან, ხოლო 3-3 მოსწავლე ფიზიკა-მათემატიკური სკოლებიდან) მე-9, მე-10, მე-11 კლასებიდან (ჯამში 30 მოსწავლე). შერჩეული მონაწილეები გაივლიან 9 დღიან ტრენინგ-პროგრამას საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში.

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი
  • პიროვნული განვითარების ტრენინგი
  • საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა
  • სამოქალაქო განთლების საკითხები
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები

 

პროექტი განხორციელდება ორ ეტაპად:

 

პირველი ეტაპი: (შერჩევის საფეხური) პროექტში დარეგისტრირებული მოსწავლეები შეირჩევიან მათემატიკის ტურნირის საშუალებით (მონაწილეობა უფასოა)

 

მეორე ეტაპი: ტურნირში გამოვლენილი გამარჯვებულები გაივლიან ზემოთ აღწერილ სასწავლო პროგრამას, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში. ტრენინგ-პროგრამის ბოლოს, მონაწილეები მიიღებენ საქართველოს იუსტიციის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.

 

მათემატიკის ტურნირი ჩატარდება 20-21 მაისს,  11 საათზე საქართველოს შემდეგ ქალაქებში:

 

თბილისი - საქართველოსიუსტიციის სასწავლო ცენტრი, მის: ა.პოლიტკოვსკაიას ქ. № 3

ქუთაისი - ქუთაისის უნივერსიტეტი, მის: ქუთაისი, წერეთლის ქ. №13

ბათუმი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, მის: რუსთაველის ქ. № 53

ზუგდიდი - წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია, მის: თაბუკაშვილის ქ. №76

თელავი - იაკობ გოგებაშვილი სახ. უნივერსიტეტი, მის: ქართული უნივერსიტეტის ქ. №1

 

2017 წლის საზაფხულო სკოლაში ჩაერთვებიან  ის მოსწავლეები, ვისაც მონაწილეობა არ მიუღიათ 2016 წლის საზაფხულო სკოლაში.

 საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ ბმულზე 1 მაისამდე

პროექტში მონაწილეობა არის უფასო!

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: skerkadze@tcj.gov.ge 

მობ: 597444416

სამუშაო საათები: 09:00 – 18:00  შაბათ-კვირის გარდა