სიახლეები

კონფერენცია თემაზე ”ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში”

 2017 წლის 20 მარტს, სასტუმრო Holiday Inn-ში განხორციელდა კონფერენცია თემაზე ”ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში”. 

 ღონისძიება ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) და გაეროს წარმომადგენლობის საქართველოში ერთობლივი თანამშრომლობით.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯაროსამართლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან სარაჯიშვილმა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკანონმდებლო ჩარჩოსა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებულ ქალთა მიმართ ძალადობის საკანონმდებლო ცვლილებებზე.

 კონფერენციაზე, ასევე განხილულ იქნა ქალის როლი პოლიტიკაში, რომელზეც ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ. 

ბიზნესსა და სამოქალაქო აქტივიზმში, ქალის როლის თაობაზე, ისაუბრა ასევე გამომცემლობის ”წიგნები ბათუმში” დირექტორის მოადგილემ ნინია მაჭარაშვილმა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დამფუძნებელმა, ქეთევან ჩაჩავამ.