სიახლეები

უფასო ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის სამართლებრივი საშუალებები“

იუსტიციის სამინისტრომ  3 თებერვალს  დაიწყო  ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ გააქტიურება. საინფორმაციო კამპანიაში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

13 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიაროს უფასო ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის სამართლებრივი საშუალებები“.

3 საათიან ტრენინგზე მონაწილეები მიიღებენ ზოგად ინფორმაციას, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა აქვს მას პიროვნებაზე და საზოგადობაზე.

ტრენინგის მონაწილეები საფუძვლიანად გაეცნობიან იმ საშუალებებს, რომლებიც დღეისათვის არსებობს ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად. თუკი ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილე შეესწრება ძალადობის ფაქტს, ის შეძლებს ძალადობის სახის ამოცნობას, მოძალადის მხილებას და მსხვერპლის ქმედით დახმარებას. 

ტრენინგს ჩაატარებენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის ტრენერები ცენტის ბაზაზე სპეციალურად მომზადებული ტრენინგ-მოდულით.

ტრენინგი ჩატარება ჯამში 9 ჯგუფისთვის ქვემოთ მითითებული განრიგის შესაბამისად, სამუშაო საათების შემდეგ, 18:30-22:00 სთ-ზე.  ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 პირი.

ტრენინგის ჩატარების ადგილია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (მის. ქ. თბილისი, სანდრო ეულის 3 ა). 

გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ტრენინგზე მონაწილეობისთვის საჭიროა დაინტერსებულმა პირებმა 9 მარტის ჩათვლით  გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/BtBWoRcZnXZCP4Gv1