სიახლეები

მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

ტრენინგის მიზანი:

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების არსის, მისი სამართლებრივი საფუძვლების, პრინციპების, პირობების, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დეტალური  გაცნობით,  მუნიციპალიტეტის მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ ამ სახის ადმინისტრაციულ წარმოებას, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული წარმოება და მისი სახეები. მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების არსი და დაწყების საფუძვლები; საჯარო ადმინისტრაციული წარმოების სამართლებრივი საფუძვლები და  პრინციპები.
  • მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევები, როცა სავალდებულოა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
  • მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მხარეები.
  • განცხადების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესაძლო შემთხვევები.
  • საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევის სპეციფიკა საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში.
  • საჯარო ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და გამოქვეყნება.
  • საჯარო ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას გადაწყვეტილების მიღება და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას მიღებულ გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება.
  • მუნიციპალიტეტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების, შეცვლის, ძალადაკარგულად გამოცხადების, ბათილად ცნობის წესები.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე

http://edu.lsg.gov.ge/download/qrKTVkM5mA ან დაგვიკავშირდით 

ტელ: (+995 32) 2 94 22 38

მობ:  (+995 99)  58 88 01

nromashvili@tcj.gov.ge