სიახლეები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება

ტრენინგის მიზანი:

ადმინისტრაციული (სამშენებლო) სამართალდარღვევების არსის, მისი პრევენციისა და აღკვეთის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების სამართლებრივი საფუძვლების, ადგილობრივი თვითმმართველობის განსჯადი ადმინისტრაციული და სამშენებლო  სამართალდარღვევების, სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების ძირითადი პრინციპებისა  და კანონმდებლობით დადგენილ პროცედურების  გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა. 

ტრენინგის ძირითადი თემებია:   

  • ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევების ცნებები. მათი პრევენციისა და  აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის განსჯადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. ადმინისტრაციული  სამართალდარღვევები, რომელთა შესახებაც საქმეს ამზადებენ მუნიციპალიტეტის ორგანოები სასამართლოში წარსამართავად. ადგილობრივი თვითმმართველობის განსჯადი ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევები.
  • ადმინისტრაციულ და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეებზე წარმოების ძირითადი პრინციპები. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, როგორც ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების სახე.
  • მხარეები ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი, როგორც მხარე ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში. სხვა დაინტერესებული პირის მონაწილეობა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. უცხოელის და მოქალაქეობის არმქონე პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. უკიდურესი აუცილებლობა, აუცილებელი მოგერიება და შეურაცხადობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებში.
  • ადმინისტრაციული სახდელი. ადმინისტრაციული სახდელის სახეები. ადმინისტრაციული სახდელის დადება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი.
  • ადმინისტრაციული (სამშენებლო) სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები. ადმინისტრაციული (სამშენებლო) სამართალდარღვევის ოქმი. ოქმის შინაარსი. ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები. ოქმის ფორმა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების უზრუნველყოფის ზომები.
  • დმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები. დაზარალებული,  სხვა დაინტერესებული მხარე, კანონიერი წარმომადგენელი, ადვოკატი, მოწმე და ექსპერტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაში.
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი. განხილვის ვადები. საქმის წარმართვა სასამართლოში.
  • იმ ადმინისტრაციულ (სამშენებლო) სამართალდარღვევათა, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ფორმალური საქმისწარმოება. ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული (სამშენებლო) სამართალდარღვევის საქმეზე. გამგებლის/ მერის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული (სამშენებლო) სამართალდარღვევის საქმეზე.
  • საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადება და გამგებლის/მერის მიერ გამოცემული აქტის ჩაბარება ან გაგზავნა. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აქტის აღსრულება. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აქტის აღსრულება. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოცემული აქტის გასაჩივრების წესი.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე

http://edu.lsg.gov.ge/download/MY43ulZ90s ან დაგვიკავშირდით 

ტელ: (+995 32) 2 94 22 38

მობ:  (+995 99)  58 88 01

nromashvili@tcj.gov.ge