ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი
ტრენინგის მიზანი:
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესის გაცნობით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში დასაქმებული იმ მოხელეთათვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის მიცემასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა, რომელთა თანამდებობის სამუშაო აღწერილობა მოიცავს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის უფლებამოსილებას.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
- ადმინისტრაციული საჩივრის არსი და მისი განხილვის სამართლებრივი საფუძვლები.
- ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება და საჩივრის განმხილველი ორგანო.
- ადმინისტრაციული საჩივრის ფორმისა და შინაარსისადმი დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნები; მის განხილვასთან დაკავშირებული ვადები და ვადებთან დაკავშირებული შედეგები.
- ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის საკანონმდებლო საფუძვლები და შესაბამისი პროცედურები; ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის თანმდევი შედეგები, აქტის მოქმედების შეჩერების დრო, აქტის მოქმედების არ შეჩერების საფუძვლები და თანმდევი შედეგები.
- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი.
- ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის, საჩივრის ცნობის საფუძვლები და შედეგები.
- ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირები, ზეპირი მოსმენისა და ზეპირი მოსმენის გარეშე საჩივრის განხილვის თავისებურებები; ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგები.
- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ხარჯები.
ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე
http://edu.lsg.gov.ge/download/CqEVm618E0 ან დაგვიკავშირდით
ტელ: (+995 32) 2 94 22 38
მობ: (+995 99) 58 88 01
nromashvili@tcj.gov.ge