მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
ტრენინგის მიზანი:
მარტივი ადმინისტრაციული წარმოების თავისებურებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში, განიხილავენ განცხადებებს და ამზადებენ გადაწყვეტილებების პროექტებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
- მარტივი ადმინისტრაციული წარმოების სამართლებრივი საფუძვლები, მხარეები, მონაწილეები და წარმომადგენლობა.
- მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძვლები.
- უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნის წესი და თავისებურებები.
- დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და განცხადების განუხილვევლად დატოვება. ერთსა და იმავე საკითხზე ხელახლა წარდგენილი განცხადების განხილვის თავისებურებები.
- მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა და აცილება.
- მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ვადები და მისი თავისებურებები.
- დაინტერესებული მხარის ჩაბმა მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაში, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებათა გამოკვლევა.
- მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება და გადაწყვეტილების პრაქტიკულად გაფორმება.
ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე
http://www.edu.lsg.gov.ge/download/lHVNUE240f ან დაგვიკავშირდით
ტელ: (+995 32) 2 94 22 38
მობ: (+995 99) 58 88 01
nromashvili@tcj.gov.ge