მუნიციპალიტეტის მიერ იურიდიული პირების დაფუძნება და მართვა
მუნიციპალიტეტის მიერ იურიდიული პირების დაფუძნება და მართვა
ტრენინგის მიზანი:
მუნიციპალიტეტის მიერ იურიდიული პირების დაფუძნების და მართვის ძირითადი მიმართულებების გაცნობით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსადმი დაქვემდებარებული ორგანოში, გამგეობაში/მერიაში დასაქმებული მოხელეთათვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის მიცემასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
- საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგადი მიმოხილვა მუნიციპალიტეტების მიერ იურიდიული პირების დაფუძნებასთან/მართვასთან მიმართებით. სპეციალური ნორმები არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან მიმართებით.
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების არსი და ფუნქცია; სახელი, რეგისტრაცია და რეგისტრაციის პირობები, საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა; მათი ქონების გასხვისება, ზიანის ანაზღაურება; რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
- სააქციო საზოგადოების არსი, ფუნქცია და დანიშნულება; დაფუძნება; სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობა.
- შპს-ს არსი, ფუნქცია და დანიშნულება; დაფუძნება; ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობა.
- მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის თავისებურებები - პრაქტიკული საკითხები
- მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა დაფუძნებული იურიდიული პირების მხრიდან.
ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე
http://edu.lsg.gov.ge/download/guqn8aYfLU ან დაგვიკავშირდით
ტელ: (+995 32) 2 94 22 38
მობ: (+995 99) 58 88 01
nromashvili@tcj.gov.ge