სამართლებრივი აქტების მომზადების ტექნიკა
სამართლებრივი აქტების მომზადების ტექნიკა
ტრენინგის მიზანი:
სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ტექნიკის გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში ხელშეწყობა, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება სამართლებრივი აქტების, როგორც ინდივიდუალური, ასევე, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
- სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების სამართლებრივი საფუძვლები.
- საკანონმდებლო აქტისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა - ძირითადი პრინციპები.
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილების, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტებისა და მათი განმარტებითი ბარათის მომზადების ტექნიკა - ძირითადი პრინციპები; საქართველოს მთავრობის განკარგულებისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა.
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა.
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მომზადების ტექნიკა.
- მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ტექნიკა.
ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე
http://edu.lsg.gov.ge/download/UrtV6IRYIA ან დაგვიკავშირდით
ტელ: (+995 32) 2 94 22 38
მობ: (+995 99) 58 88 01
nromashvili@tcj.gov.ge