სიახლეები

სამართლებრივი აქტების მომზადების ტექნიკა

სამართლებრივი აქტების მომზადების ტექნიკა

ტრენინგის მიზანი:

სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ტექნიკის გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში ხელშეწყობა, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება სამართლებრივი აქტების, როგორც ინდივიდუალური, ასევე, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების სამართლებრივი საფუძვლები.
  • საკანონმდებლო აქტისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა - ძირითადი პრინციპები.
  • საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილების, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტებისა და მათი განმარტებითი ბარათის მომზადების ტექნიკა - ძირითადი პრინციპები; საქართველოს მთავრობის განკარგულებისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა.
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებისა და მისი განმარტებითი ბარათის პროექტის მომზადების ტექნიკა.
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მომზადების ტექნიკა.
  • მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ტექნიკა.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე

http://edu.lsg.gov.ge/download/UrtV6IRYIA  ან დაგვიკავშირდით 

ტელ: (+995 32) 2 94 22 38

მობ:  (+995 99)  58 88 01

nromashvili@tcj.gov.ge