მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა
ტრენინგის მიზანი:
იმ მოხელეთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ეკონომიკურ საკითხებს და საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტებს.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
- მეწარმეობა - არსი, პრინციპები, მისი როლი ეკონომიკაში.
- სამეწარმეო (ეკონომიკური) საქმიანობის სფეროები და სახეები, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები.
- მეწარმეობის ხელშეწყობისკენ მიმართული მიზნობრივი პროგრამები საქართველოში (აწარმოე საქართველოში, მცირე და მიკრო ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, კრედიტი, ლიზინგი, სხვა პროგრამები (მაღალმთიანი, იაფი სესხები, დანერგე საქართველოში)).
- მუნიციპალიტეტის როლი მეწარმეობის ხელშეწყობაში; მუნიციპალიტეტის სივრცითი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა; საინვესტიციო პორტფელების მომზადება; ინფრასტრუქტურის განვითარება, დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები, გადასახადები, ადგილობრივი გადასახადებისგან გათავისუფლება; პრივატიზაცია; ლიცენზირება და ნებართვები; ბანკებთან თანამშრომლობა /საბანკო გარანტიები.
- მეწარმეების კონსულტაცია, გადამზადება / კვალიფიკაციის ამაღლება; „ბრენდინგი“; გამოფენების მოწყობა.
- ბიზნეს - იდეა და მისი შერჩევის/შეფასების მეთოდები; ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (პრაქტიკული);
- ფონდების მოძიება და საგრანტო განაცხადის მომზადება (პრაქტიკული)
- სამეწარმეო გარემო; საჯარო-კერძო თანამშრომლობა; საერთაშორისო გამოცდილება - ადგილობრივი ხელისუფლების მექანიზმები; რეგიონული განვითარების სააგენტო; ინოვაციების რეგიონული ეკოსისტემა; სოციალური მეწარმეობა.
ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე
http://edu.lsg.gov.ge/download/HYNB9AIsav ან დაგვიკავშირდით
ტელ: (+995 32) 2 94 22 38
მობ: (+995 99) 58 88 01
nromashvili@tcj.gov.ge