სიახლეები

მშენებლობის ნებართვების გაცემისა და სანებართვო პირობებზე ზედამხედველობის სამართლებრივი საკითხებ

მშენებლობის ნებართვების გაცემისა და სანებართვო პირობებზე ზედამხედველობის სამართლებრივი საკითხები

ტრენინგის მიზანი:

მშენებლობის ნებართვების გაცემის, სანებართვო პირობების ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია-აღკვეთის ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესების არსის, მათი სამართლებრივი საფუძვლების, ადმინისტრაციულ წარმოებათა პრინციპების, წესების, პირობების, სტადიებისა და პროცედურების დეტალური  გაცნობით,  მუნიციპალიტეტის მოხელეთა, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად ახორციელებენ ამ სფეროში ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა.

ტრენინგის ძირითადი თემებია:

  • მშენებლობის ნებართვების გაცემის, სანებართვო პირობების ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია-აღკვეთასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები. მშენებლობის ნებართვის ცნება. მშენებლობების სახეობები.
  • სამშენებლო საქმიანობის სუბიექტები. საექსპერტო შეფასება სამშენებლო საქმიანობაში.
  • მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების კვლევა.
  • სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქგეგმარებით დოკუმენტების როლი მშენებლობის ნებართვების გაცემისას. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების სტადიები.
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი.
  • არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა.
  • მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი. მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები.
  • ზედამხედველობა მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულებაზე.  სამშენებლო სამართალდარღვევის ოქმი. შენობის ექსპლოატაციაში მიღება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის.

ვის შეუძლია მონაწილეობა? მოხელეებს და მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვა პირებს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 ასტრონომიული საათი (14 საკონტაქტო საათი, 4 დამოუკიდებელი საათი).

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  სსიპ ”საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” სასწავლო პროგრამების ელექტრონულ რეესტრის ვებ-პორტალზე

http://edu.lsg.gov.ge/download/aow3r27ttk  ან დაგვიკავშირდით 

ტელ: (+995 32) 2 94 22 38

მობ:  (+995 99)  58 88 01

nromashvili@tcj.gov.ge