სიახლეები

“გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე” ნახევარფინალი და ფინალი

 

4-5 თებერვალს, კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, ჩატარდა პროექტის “გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე” ნახევარფინალი და ფინალი.

გადამწყვეტ რაუნდში გადავიდა ორი გუნდი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - “Bona Fide” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი “Veni Vidi Vici”.

პროექტის გამარჯვებულები თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. მათ იურიდიული ლიტერატურა და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ. გამარჯვებულები, 2017 წლის განმავლობაში ასევე, გაივლიან კვლევით პრაქტიკას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტში.

პროექტი განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. პროექტი წარიმართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.