სიახლეები

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ელენე ზამთარაძე

თანამდებობა: სამსახურის უფროსი

ტელეფონი:     (+995 32) 294 22 46

ელ.ფოსტა:   elzamtaradze@tcj.gov.ge

 

სამსახურის საშტატო ერთეული -კატეგორიების მითითებით

  • ასისტენტი

 

სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

ა) ცენტრის საქმიანობის შესახებ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის წარმართვა;

ბ) ცენტრის პროდუქტის პოპულარიზაცია და მომხმარებელთა მოზიდვა.

გ) პრეს-რელიზებისა და საინფორმაციო მასალების მომზადება, რედაქტირება და გავრცელება, მათ შორის, ცენტრის ვებგვერდის მართვა.

დ) პრესკონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება;

ე) ცენტრის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება; მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით კოორდინირებული მუშაობა;

ვ) სარეკლამო რგოლების, ბეჭვდითი სარეკლამო მასალებისა და ცენტრის საკომუნიკაციო პროექტების (იდეების) მომზადება; შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) ცენტრის დადებითი რეპუტაციის უზრუნველყოფის მიზნით, ღონისძიებების დაგეგმვა და მათი გატარება;

თ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მოძიება, მათთან ურთიერთობის დამყარება და თანამშრომლობის განვითარება;

ი) ცენტრის სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მისი შესრულების კონტროლი;

კ) სერვისების გაყიდვის სტიმულირებისთვის გაყიდვების მოქმედებების/ღონისძიებების დაგეგმვა სერვისების, მომხმარებლების სეგმენტებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით;

ლ) განხორციელებული გაყიდვების ანალიზი და ანგარიშის მომზადება, მათი ეფექტიანობის შესახებ გაყიდვების შემდგომი სტიმულირებისათვის;

მ) მომხმარებლების, პარტნიორებისა და თანამშრომლების კმაყოფილების და ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა კვლევების ორგანიზება ან/და განხორციელება;

ნ) სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება;

ო) სერვისებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების წარმოება;

 პ) სამსახურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება.

ჟ) ცენტრის დირექტორისა და კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება.