სიახლეები

პროექტების მართვის სამსახური

ნინო ბეჟაშვილი

თანამდებობა: სამსახურის უფროსი

ტელეფონი:     (+995 32) 293 22 64

ელ.ფოსტა:   nbezhashvili@tcj.gov.ge

 

სამსახურის საშტატო ერთეული -კატეგორიების მითითებით

  • ასისტენტი

 

სამსახურის ამოცანები და ფუნქციები:

ა) პროექტების მართვის სამსახურის ამოცანაა ცენტრის განვითარების სტრატეგიული მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, პროექტების მართვა.

ბ) ცენტრის საქმიანობაში შესაძლებლობების გამოსავლენად მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, ინსტრუმენტების შექმნა და მუდმივი განვითარება;

გ) ცენტრის პროექტების შემუშავება და მათი მართვა; არსებულ და ახალ პროექტებზე წინადადებების შემუშავება და მათი განვითარებისათვის საჭირო ცვლილებების დაგეგმვა;

დ) ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა/ანალიზი;

ე) ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთვრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობა;

ვ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების და ანალიტიკური მასალის მომზადება;

ზ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება;

თ) ცენტრის დირექტორისა და კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება