სიახლეები

ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების სამსახური

 

ტელეფონი: (+995 32) 294 22 35

ელ.ფოსტაtrainingcenter@tcj.gov.ge

სამსახურის საშტატო ერთეულები-კატეგორიების მითითებით

  • სამსახურის უფროსი
  • ტრენერი I რანგი
  • ტრენერი  II რანგი
  • ტრენინგის ადმინისტრატორი

სამსახურის ამოცანები და ფუნქციები:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ტრენინგების მიმართულების განვითარება და შესაბამისი მიზნით ტრენინგ-პროგრამის შემუშავება;

ბ) მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა და მიწოდება;

გ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული დოკუმენტ- მენეჯმენტის სისტემის დანერგვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარება.

ე) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის ორგანიზება;

ვ) ცენტრის სხვა სამსახურებთან ერთად, ტრენინგის პროექტების, სასწავლო გეგმების, სასწავლო პროგრამების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების, სწავლების პროცესში გამოსაყენებელი სტანდარტული ფორმების შემუშავება და მათი სრულყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ზ) ტრენერთა შერჩევა, მომზადებისა და გადამზადების პროცესების ორგანიზება;

თ) ტრენინგის მონაწილეთა შეფასების სისტემის შემუშავება და წარმოება;

ი) სასწავლო პროცესის მონიტორინგი და ხარისხობრივი კონტროლის განხორციელება;

კ) სასწავლო და სხვა სახის პროექტების შემუშავება და დაგეგმვა, მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი, პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა, შეფასება და პროექტების განხორციელების შედეგების ანგარიშების მომზადება;

ლ) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო პროგამების (პროექტების) დასრულების შემდეგ შესაბამისი მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა;

მ) სამსახურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების და ანალიტიკური მასალის მომზადება;

ნ) ცენტრის დირექტორისა და კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება;

ო) სასწავლო პროგრამების მართვასთან დაკავშირებული ცენტრის სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.