სიახლეები

სოციალური ტრენინგების სამსახური

მაია ხოსიტაშვილი

თანამდებობა: სამსახურის უფროსი

ტელეფონი:     (+995 32) 294 22 52

ელ.ფოსტა:   mkhositashvili@tcj.gov.ge

 

სამსახურის საშტატო ერთეული -კატეგორიების მითითებით

  • ტრენერი I რანგი
  • ტრენერი  II რანგი
  • ტრენერი III  რანგი
  • ტრენერის ასისტენტი

სამსახურის ამოცანები და ფუნქციები:

ა) მომხმარებლის საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებული ტრენინგ–პროგრამებით, თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით, მაღალი ხარისხის ტრენინგების ადმინისტრირებით სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ორგანიზაციული მართვის პროცესებისა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება;

ბ) მართვის, მომსახურებისა და პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარების თემატიკის მიმართულებით ტრენინგების ჩატარება და ორგანიზება;

გ) სოციალური მიმართულებით სპეციალური პროგრამების მომზადება, ტრენინგების ჩატარება და ორგანიზება.

დ) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის ორგანიზება;

 ე) ცენტრის სხვა სამსახურებთან ერთად, ტრენინგის პროექტების, სასწავლო გეგმების, სასწავლო პროგრამების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების, სწავლების პროცესში გამოსაყენებელი სტანდარტული ფორმების შემუშავება და მათი სრულყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) ტრენერთა შერჩევა, მომზადებისა და გადამზადების პროცესების ორგანიზება;

ზ) ტრენინგის მონაწილეთა შეფასების სისტემის შემუშავება და წარმოება;

თ) სასწავლო პროცესის მონიტორინგი და ხარისხობრივი კონტროლის განხორციელება;

ი) სასწავლო და სხვა სახის პროექტების შემუშავება და დაგეგმვა, მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი, პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა, შეფასება და პროექტების განხორციელების შედეგების ანგარიშების მომზადება;

კ) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო პროგამების (პროექტების) დასრულების შემდეგ შესაბამისი მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა;

ლ) სამსახურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების და ანალიტიკური მასალის მომზადება;

მ) ცენტრის დირექტორისა და კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება;

ნ) სასწავლო პროგრამების მართვასთან დაკავშირებული ცენტრის სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა.