სიახლეები

იურიდიული ტრენინგების სამსახური

ლალი ამირანაშვილი

თანამდებობა: სამსახურის უფროსი

ტელეფონი:     (+995 32) 294 22 29

ელ.ფოსტა:   laamiranashvili@tcj.gov.ge

 

სამსახურის საშტატო ერთეული -კატეგორიების მითითებით

  • ტრენერი  I რანგი
  • ტრენერი  II რანგი
  • ტრენერი  III რანგი
  • ასისტენტი

 

სამსახურის ამოცანები და ფუნქციები:

ა) სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგების მიმართულების განვითარება;

ბ) სამართლებრივი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით შესაბამისი ტრენინგ-პროგრამების შემუშავება.

გ) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება, მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის ორგანიზება;

დ) ცენტრის სხვა სამსახურებთან ერთად ტრენინგის პროექტების, სასწავლო გეგმების, სასწავლო პროგრამების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების, სწავლების პროცესში გამოსაყენებელი სტანდარტული ფორმების შემუშავება და მათი სრულყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ე) ტრენერთა შერჩევა, მომზადებისა და გადამზადების პროცესების ორგანიზება;

ვ) ტრენინგის მონაწილეთა შეფასების სისტემის შემუშავება და წარმოება;

ზ) სასწავლო პროცესის მონიტორინგი და ხარისხობრივი კონტროლის განხორციელება;

თ) სასწავლო და სხვა სახის პროექტების შემუშავება და დაგეგმვა; მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი; პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა, შეფასება და პროექტების განხორციელების შედეგების ანგარიშების მომზადება;

ი) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო პროგამების (პროექტების) დასრულების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა;

კ) სამსახურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების და ანალიტიკური მასალის მომზადება;

ლ) ცენტრის დირექტორისა და კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება;

მ) სასწავლო პროგრამების მართვასთან დაკავშირებული ცენტრის სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა.