საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს "გიორგი მარგიანი სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“. პროექტი ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
პროექტის მიზანი
პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.
ვადები:
პროექტის პარტნიორები:
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:
იმიტირებული სასამართლო პროცესის ეტაპები:
იმიტირებული სასამართლო პროცესი შედგება ორი ეტაპისაგან − წერითი და ზეპირი რაუნდები.
შეჯიბრის ენა:იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება ქართულ ენაზე.
ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები ჩატარდება ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.
შედეგები, რომელსაც მიიღებენ პროექტის მონაწილეები:
პროექტის პრეზენტაციაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge
ანა ივანიშვილი (+995 555) 90 98 11; aivanishvili@justice.gov.ge