სიახლეები

ტესტირება

ტესტირების მიმართულება

 

 

სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ტესტირების კომპიუტერული პროგრამის უპირატესობა:

v  ტესტირების პროგრამა მუშაობს ინტერნეტისგან დამოუკიდებლად, რის გამოც ინტერნეტის მიწოდების ხარისხი ან მისი გათიშვა ვერ შეაფერხებს ტესტირების მიმდინარეობას;

v  ტესტირების პროცესში აპლიკანტს საშუალება აქვს, დაუბრუნდეს შესრულებულ დავალებებს და, სურვილის შემთხვევაში, შეცვალოს მონიშნული პასუხი ტესტირებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე,  ნებისმიერ დროს;

v  პროგრამა ავტომატურად ინახავს აპლიკანტის მიერ გაცემულ პასუხებს, რაც უზრუნველყოფს მისი შედეგების შენახვას ტესტირების ნებისმიერ ეტაპზე; 

v  ტესტირების პროცესში აპლიკანტს საშუალება აქვს, თავად გადაწყვიტოს, თუ  როგორი თანმიმდევრობით სურს თემატურ ბლოკებზე მუშაობა; 

v  ტესტირების დასრულებისთანავე, აპლიკანტი მყისიერად ნახულობს მიღებულ ქულას როგორც ჯამურად, ისე თითოეული თემატური ბლოკის მიხედვით;

v  პროგრამა გამორიცხავს პასუხების დათვლასთან დაკავშირებულ უზუსტობას;

v  დამკვეთისთვის ტესტირების შედეგების მიწოდება  შესაძლებელია უმოკლეს ვადაში − ტესტირების დღესვე.

 

ტესტირების პროცესის მონიტორინგს უზრუნველყოფს სათანადოდ მომზადებული კვალიფიციური დამკვირვებლების  გუნდი.



[1] აღნიშნული მეთოდები არ ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ რეგულაციებს და, შესაბამისად, მისაღებია საჯარო დაწესებულებებისთვისაც. ამავე დროს, ფარდობითი ღირებულებების დადგენის შედეგად მიღებული ქულები შესაძლებელია, შრომის ანაზღაურების მოცულობების განსაზღვრის საფუძველიც გახდეს.