სიახლეები

სტუდენტური თვე იუსტიციის სასწავლო ცენტრში

თუ ხარ სტუდენტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევს შესაძლებლობას გაიარო სამართლებრივი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების და სოციალური უნარების განვითარების ტრენინგები 50 ლარად

თითოეული ტრენინგის ღირებულება შეადგენს 50 ლარს


პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ტრენინგები, რომელებიც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და სოციალური უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტში მონაწილეობა შუძლიათ ბაკალავრის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდული პროექტების განხორციელება - უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი „50 საჯარო მოხელე“; საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის“; უფასო ტრენინგები არაიურიტებისთვის; ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრი; იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის „საზაფხულო სკოლა - ადამიანის უფლებები; საქართველოს უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების პროგრამა - საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა.

სასწავლო ცენტრი საქმიანობას ახორციელებს საზღვარგარეთ სერტიფიცირებული პროგრამით და გთავაზობთ საჭიროებების კვლევებზე დაფუძნებულ ტრენინგს. სწაველას ახორცელებენ ადგილობრივი და საერთაშორისო მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ცენტრის მიზანია ეს ყოველივე ხელმისაწვდომი გახდეს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მუდმივი განვითარების პროცესში არიან.

სატრენინგო თემები :

1. ეფექტიანი კომუნიკაცია (1 დღე, 7 საათი)
2. სტრესის მართვა  (1 დღე, 7 საათი)
3. შრომის სამართალი არაიურისტებისთვის (1 დღე, 5 საათი)
4. პერსონალური მონაცემების დაცვა და საჯაროობის სამართლებრივი მოწესრიგება (1 დღე, 5 საათი)
5. სამართალი და ადამიანის უფლებები (1 დღე, 5 საათი)
6. რა არის ევროკავშირი (1 დღე, 5 საათი) 
7. სისხლის სამართლის პრაქტიკული საკითები (1 დღე, 5 საათი)
8. ბიზნეს სამართალი (1 დღე, 5 საათი)
9. Microsoft Excel (1 დღე, 7 საათი)
10. Microsoft Word (1 დღე, 7 საათი)
11. Microsoft Power Point (1 დღე, 7 საათი)

 
სწავლების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
 
რეგისტრაცია:
 
 
გადახდის რეკვიზიტებითან დაკავშირებით მოგვმართეთ:
            
032 2 94 22 70; 032 2 94 22 46;
Facebook: საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.
mail: studenttcj.gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგიკავშირდით ნომერზე 2942246