სიახლეები

ტრენერთა ტრენინგი

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული ტრენინგით? ტრენინგების სფერო მუდმივად ვითარდება, ამდენად მნიშვნელოვანია, ტრენერების პერიოდული გადამზადება, სიახლეების გაცნობა და პროფესიული უნარების გაუმჯობესება.

 

ტრენინგის თემები:

  • ტრენინგის ციკლი
  • სწავლების მეთოდები
  • ტრენინგის ჩატარების სტანდარტები
  • ზრდასრულთა სწავლების პრინციპები
  • ტრენინგის დიზაინი

ტრენინგის მიზანი:ტრენინგების ჩატარების პროფესიული უნარების განვითარება.

ვის შეუძლია მონაწილეობა? კურსი განკუთვნილია  დამწყები და მცირე გამოცდილების მქონე მოქმედი ტრენერებისათვის. კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი- „ტრენერთა ტრენინგი (შესავალი კურსი)“

 

ტრენინგის თარიღები და განრიგი:ტრენინგი იგეგმება 18-19 ივნისს.  პროგრამა გრძელდება 2 დღეს (12 საათი), დღეში - 6 საათს (1000 - 1600 სთ).

 

ტრენერი: თამარ ისაკაძე - სერტიფიცირებული ტრენერი, ფსიქოლოგი, ტრენერთა ტრენინგის მოდულის ავტორი, ტრენინგების სფეროში საქმიანობის 8 წლიანი გამოცდილებით.

 

მონაწილეობის საფასური: 200ლარი.საფასური მოიცავს ტრენერის ანაზღაურებას, საკანცელარიო მასალებისა და სერტიფიკატის ხარჯებს, ასევე კვებასა და ყავის შესვენებას.

 

დაგვიკავშირდით:

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია გამოაგზავნოთ თქვენი CV -  15 ივნისამდე.

დავუკავშირდებით მხოლოდ პირველად დარეგისტრირებულ 15 კანდიდატს.

ნინო ქობალია: E-mail - nkobalia@tcj.gov.ge; T – 557 119 119.