სიახლეები

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება"

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე  საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას

სწავლება ჩატარდება საზოგადოებრივ ცენტრებში და შეეხება შემდეგ თემებს:

1.      სამართალი და ადამიანის უფლებები

2.      კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა

3.      საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები

4.      რა არის ევროკავშირი?

5.      რა არის დისკრიმინაცია?

6.      ეფექტიანი კომუნიკაცია

7.      კონფლიქტის მართვა

8.      დროის მართვა

9.      პროექტის მართვა

10.    პროექტის წერა.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც 18 ივნისიდან 1 ივლისამდე გაივლის რეგისტრაციას და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის იმ სოფლიდან, სადაც განთავსებულია საზოგადოებრივი ცენტრი, ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ მიმდებარე სოფლის მცხოვრებლებსაც;
  • არის 18-დან 65 წლამდე;
  • სურს მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
  • დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორი გზით:

  • სარეგისტრაციო ფორმის შევსება  სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში;
  •  სარეგისტრაციო ფორმის შევსება ვებგვერდზე: tcj.gov.ge       

სწავლება ჩატარდება შემდეგ სოფლებში:

1.      შაშიანი 

2.      სართიჭალა 

3.      გომი 

4.      რუისი

5.      ჭალადიდი 

6.      ხევი 

7.      მანგლისი 

8.      კოდა 

9.      ფოკა 

10.   ნიგოითი 

11.   ჯვარი 

12.   შორაპანი 

13.   ყვარელწყალი 

14.  მუხაესტატე 

15.  გეგუთი 

16.  მეჯვრისხევი 

17.  კაჭრეთი 

18.  ხიდისთავი 

19.  ნუკრიანი 

20.  კორბოული 

21.  ღორეშა 

22.  კაზრეთი

23.  შილდა 

24.  ორსანტია 

25.  ქვემო ნატანები 

26.  კაბალი 

27.  დაბა ლენტეხი 

28.  დაბა ჩაქვი 

29.  ხრეითი 

30.  სადახლო

31.  რუხი 

32.  დიდი ჯიხაიში 

33.  მარტყოფი

 

პროექტის მიზანია:

სწავლებისა და  განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის გზით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების  ამაღლება,  ასევე, პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

პროექტში რეგისტრაცია