სიახლეები

სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი კურსი

 

 

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ გთავაზობთ ტრენინგს შემდეგ თემაზე:

„სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი კურსი“

 

ტრენინგი განკუთვნილი არის : ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც ახლად დასაქმებულია ან/და სურს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქმიანობის დაწყება; პირები, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ბიზნეს-პროცესში ან დაინტერესებული არიან სახელმწიფო შესყიდვების  საფუძვლების შესწავლით.

პროგრამის მიზანი :

ტრენინგის მიზანია  დაეხმაროს  მსმენელებს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლაში ან/და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცოდნის გაღრმავებაში, პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენაში და გადაჭრის გზების მოძიებაში. გააცნოს მსმენელებს ამ სფეროში არსებული გამოცდილება, გადასცეს შესაბამისი თეორიული ცოდნა და შესძინოს მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • სახელმწიფო შესყიდვების არსი და მოქმედების სფერო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მისი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები, რელევანტური ნორმატიული აქტები
  • სახელმწიფო შესყიდვების მიზნები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვა აქტები და მათი ურთიერთკავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან, დღგ-ს ფაქტორი.
  • შესყიდვის საშუალებები - ზოგადი მიმოხილვა; სახელმწიფო შესყიდვის ბიზნეს-პროცესი
  • გამარტივებული შესყიდვა და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ; შესყიდვები ხელშეკრულებით - ხელშეკრულების პირობები, ცვლილება ხელშეკრულებაში , ინტერესთა კონფლიქტი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და საავანსო ანგარიშსწორება, საჯარიმო სანქციები; შესყიდვები ხელშეკრულების დადების გარეშე - ხელშეკრულების ჩანაცვლება შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით (ინტერნეტ-გამოწერა, წარმომადგენლობითი და სხვა შემთხვევები)
  • შესყიდვის დაგეგმვა, ბაზრის კვლევა/სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა, ერთგვაროვნების დადგენა (Common Procurement Vocabulary – CPV კოდები), მონეტარული ზღვრები.
  • გეგმის რეგისტრაცია - ePLAN; სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან. გეგმის კორექტირება. მრავალწლიანი შესყიდვების ასახვა.
  • გამარტივებული ელექტრონული ტენდერი/ელექტრონული ტენდერი    ტენდერის გამოცხადებამდე გასატარებელი პროცედურების განხილვა,     სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ძირითადი პრინციპები, მისი განმარტების საშუალება და პროცესი,  ცვლილებების განხორციელების საშუალება, პირობა და ვადა.
  • სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების შედგენა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცვლილებები, ტენდერის გამოცხადება, კითხვა/პასუხი
  • სატენდერო წინადადების წარდგენა, ვადები, ელექტრონული ვაჭრობა (თეორია+პრაქტიკა) ოქმის შედგენის/გამოქვეყნების  პრაქტიკა და ვადები, ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების გამოქვეყნების თავისებურება.
  • შერჩევა/შეფასება (სიტუაციური განხილვა. "ტენდერი არ შედგა", "დასრულებულია უარყოფითი შედეგით", "ტენდერი შეწყვეტილია"), დისკვალიფიკაცია ტექნიკური შეუსაბამობის გამო, საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან/და არასწორი ინფორმაციის წარმოდგენისას, გარანტიის წარმოუდგენლობაზე, არაკეთილსინდისიერი ქმედება გამარჯვების მოპოვებისათვის, სატენდერო წინადადებაზე და ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა და სხვა)
  • CMR მოდულის გამოყენება და ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში;
  • ელექტრონული მოდულის საშუალებით ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა და სისტემაში შესაბამისი მონაცემების შეყვანის წესი.
  • კონკურსის მომზადება - საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება, გამოცხადება, შედეგების განხილვა და შედეგების გაფორმება
  • კონსოლიდირებული ტენდერი, ერთობლივი ტენდერი
  • შავი სია და მისი მნიშვნელობა, შავ სიაში შეყვანის მიზნით პრეტენდენტის სააგენტოსათვის წარდგენა , სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა და შავი სიის წარმოება, თეთრი სიის წარმოება და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები

შედეგი:

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ/გაეცნობიან:   

  • სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო განცხადების პროექტების მომზადებას;
  • წარმართონ სატენდერო პროცედურის ჩატარების სრულ პროცესი;
  • გაეცნობიან გამარტივებული შესყიდვის პროცედურის განხორციელების საფუძვლებს, შეძლებენ შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების შედგენას.
  • გამოიმუშავებენ შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, სატენდერო მოთხოვნების განსაზღვრის უნარ-ჩვევებს.
  • სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას, მის რეგისტრაციას, გეგმის კორექტირებასა  და ბიუჯეტთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული პროცესების მართვას და პრაქტიკულ განხორციელებას.
  • გაეცნობიან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების ძირითად საფუძვლებს და შეძლებენ ამ მიმართულებით კონკრეტული პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
  • გაეცნობიან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის ძირითად პრინციპებს და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული მოქმედებების განხორციელებასთან.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“  სერტიფიკატს „სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი კურსი“.                                                                                                                                                   



ტრენერი: ნათია ცხოიძე

 მისამართი:  ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაის 3ა