სიახლეები

სერტიფიცირებული ტრენინგი ეფექტიანი კომუნიკაცია

 

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული ტრენინგითყოველდღიურად,  ჩვენ უწყვეტი კომუნიკაციის რეჟიმში ვართ. განსხვავებულ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება ზოგჯერ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და საჭიროებს შესაბამის უნარებს. ეფექტიანი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება შესაძლებელია ტრენინგის საშუალებით.

 

ტრენინგის თემები:

  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია - კომუნიკაციის მოდელი;
  • საუბრის მართვის ტექნიკები: აქტიური მოსმენა, შეკითხვების დასმა.
  • კომუნიკაციის პროცესში არავერბალური სიგნალების მნიშვნელობა;
  • ნეგატიური ინფორმაციის გადაცემის ტექნიკები.

ტრენინგის მიზანი:

ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელებისათვის საჭირო საბაზისო ცოდნის შეძენა და შესაბამისი უნარების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ინტერპერსონალური ურთიერთობების წარმატებით განხორციელებას.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა? ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს საბაზისო ინფორმაცია ეფექტიან კომუნიკაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

 

ტრენინგის თარიღები და განრიგი: ტრენინგი ჩატარდება  21-22  მაისს .  პროგრამა გრძელდება 2 დღეს (12 საათი), დღეში - 6 საათს (11:00 - 17:00 სთ).

 

ტრენინგს გაუძღვებიან სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები.

მონაწილეობის საფასური: 200 ლარი.საფასური მოიცავს: სასწავლო მასალებს, სერტიფიკატს, კვებას - ტრენინგის განმავლობაში.

 

დაგვიკავშირდით: 

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია გამოაგზავნოთ თქვენი CV - 17 მაისამდე.

ნინო ჩალაძე

E-mail – nchaladze@tcj.gov.ge;

T– 593 50 55 66.

 დღის წესრიგი