სიახლეები

მაგდა გიბიშვილი

 

დაიბადა 1993 წლის 13 სექტემბერს, ქ. თბილისში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით. ამჟამად სწავლობს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველ კურსზე სპეციალობით კონფლიქტების ანალიზი და მართვა.

2013-14 წლებში მუშაობდა „ევროპის აკადემიურ ცენტრში“, პროექტების მართვის მენეჯერად, 2014-15 წლებში კი ენების ცენტრში  - „Seven Steps to Success”.

2011 წლიდან აქტიურად არის თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ამჟამად დაკავებული თანამდებობა - პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, საზოგადეობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პროექტის ორგანიზებაში, მათ შორის „ქუთაისი გაეროს მოდელირება 2015“-კომიტეტის ხელმძღვანელად; „შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლა 2015“-თანაორგანიზატორად. ასევე, მონაწილეობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში - „ლიდერობა და სტრატეგიული ორგანიზებულობა“, IEFS-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში - „გენდერი და ლიდერობა“(2015), დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი - „მოლაპარაკების ხელოვნება“(2013),  საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი - „საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ხელოვნება, ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“ (2012 წელი) და „ეფექტური კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლის ტექნიკა“ (ბათუმი, 2013 წელი) და სხვა.

 

  • როცაგავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. გავაანალიზე, რომ ამდენი აპლიკანტის და ამდენი ეტაპის გავლის შემდეგ მოვხვდი იმ 50 ადამიანში, რომელიც გახდა პროექტის უშუალო მონაწილე. ეს იყო ძალიან კარგი შანსი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის!

 

  • სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე მაქვს უშრეტი ენერგია იმ საქმის კეთების, რომელიც მიყვარს. ვცდილობ ყველაფერში დავინახო დადებითი და ყოველთვის ვცდილობ შევქმნა უკეთესი.

 

  • ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის რომ, მე შემიძლია ვიყო ობიექტური და სამართლიანი, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებისა.
  • ჩემი ცხოვრების დევიზია: „გააკეთეთ ის რისიც გეშინიათ ! თავდაჯერება შიშის სიკვდილია!“

 

  • ის რაც შთამაგონებს  შეიძლება იყოს ქუჩაში უცხო ადამიანის ღიმილი და ბედნიერი სახე ან თუნდაც მომენტი, როდესაც ვხედავ საკუთარი საქმის შედეგს,  რომელიც დიდ სტიმულს მაძლევს, მეტი გავაკეთო.

 

  • Ø ჩემი მომავლის კონცეფცია არის  - ,,გინდა შეცვალო სამყარო? დაიწყე საკუთარი თავიდან” - მაჰათმა განდი.

 

  • 5 წლის შემდეგ მე ვიქნები ადამიანი, რომელიც უკან მოხედვისას ბედნიერი და ამაყი იქნება იმ საქმით, რომელიც გააკეთა, საქმით რომელიც მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რადგანაც ნათქვამია - „თანამდებობა არ არის პრივილეგიები ან ძალაუფლება, ის პასუხისმგებლობაა !“