სიახლეები

თბილისის მერიის საჯარო მოხელეთა შესარჩევი ტესტირება

 

16 – 17 აპრილს სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 1 კორპუსში გაიმართება ქ. თბილისის მერიის ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტესტირების ეტაპი.

ტესტების პროფესიული ნაწილი მომზადებულია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის“ 2014 წლის 10 სექტემბრის N 73/სა  ბრძანების დანართით განსაზღვრული თემატიკის მიხედვით, ხოლო ზოგადი უნარების ნაწილში გამოყენებული იქნება ლოგიკური  (10 დავალება) და მათემატიკური (5 დავალება).

ტესტირება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი, თბილისი, მერაბ კოსტავას გამზირი  N68.ბ.

პროცესის მონიტორინგით დაინტერესებულ  არასამთავრობო ორგანიზაციებს  15 – აპრილის  ჩათვლით   შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ  შემდეგ ელ - მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge