სიახლეები

ნუცა პაპუნაშვილი

დაიბადა 1991 წელს, ქალაქ თბილისში. 2010-2014  წლებში სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, რის შედეგადაც მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. დასრულებისთანავე სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

 ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში  იყო იურიდიული კლინიკის მონაწილე, სადაც მოქმედ ადვოკატებთან ერთად იურიდიულ დახმარებას უწევდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, გაიარა სტაჟირება საადვოკატო ბიუროში. 2015 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო-ადმინისტრციული სამართლის მიმართულებით.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ძალიან გამიხარდა, რამდენდაც ვაცნობიერებდი იმ სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რასაც პროექტი ქმნიდა.

ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის დასახული მიზნების მისაღწევად და არ გაურბის სირთულეებს.

ის რაც შთამაგონებს არიან ადამიანები და მათი ისტორიები.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის ჩამოვყალიბდე საკუთარ საქმეში მაღალი დონის პროფესიონალად.

5 წლის შემდეგ ვიქნები პროფესიონალი საჯარო მოხელე, რომელიც საკუთარი ცოდნის და პიროვნული მახასიათებლების გამოყენებით, დაუღალავად შრომობს ქვეყნის პროგრესისთვის.