სიახლეები

ლიკა ტურაშვილი

 დაიბადა 1994 წლის 16 ივნისს, ქალაქ გორში. 2011 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. თბილისის 32-ე საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე - მოიპოვა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, იყო სტიპენდიანტი სტუდენტი. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სტუდენტურ ღონისძიებებში, მათ შორის სტუდენტურ კონფერენციებში. ერთ-ერთ კონფერენციაში მოიპოვა პირველი ადგილი ნაშრომით: „დამნაშავის წარსული ცხოვრება სასჯელის დანიშვნის დროს.“ გავლილი აქვს  სტაჟირება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში. 2015 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაზე - სისხლის სამართლის მიმართულებით.

ამჟამად არის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, ვიყავი ძალიან ბედნიერი და ამავე დროს, გამიჩნდა დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგანაც საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეგვარჩიეს. გამიჩნდა რწმენა, რომ ასეთ კონკურენტულ გარემოშიც კი შესაძლებელია წარმატების მიღწევა, თუკი საკმარისად მოვინდომებთ და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს რესურსებს.

 სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ყოველთვის ვცდილობ მივაღწიო დასახულ მიზნებს მხოლოდ თვითგანვითარების, მცდელობისა და საკუთარი რესურსების გამოყენების გზით. არასოდეს მაქვს მოლოდინი, რომ ერთ დღესაც თავისით დაიწყებს ჩემი მიზნები შესრულებას. მიმაჩნია, რომ სწორედ დღეს, აქ და ამჟამად უნდა გავაკეთოთ თუნდაც მცირედი იმისათვის, რომ დადგეს სასურველი შედეგი. მჯერა ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების. ვარ ძალიან მიზანსწრაფული და მიმაჩნია, რომ დაბრკოლებები მხოლოდ მორიგი ბარიერებია, რომლის გადალახვაც ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებშია. მთავარია საკმარისი მონდომება, მოტივაცია, შრომა და სწორი მცდელობა მიზნის მისაღწევად.

 ერთი რამ, რაც მინდა იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მჯერა უკეთესი მომავლის. მზად ვარ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი ყველა რესურსი იმისათვის, რომ უკეთესი გახდეს სამყარო და ჩემი ქვეყანა. ასევე, ვაცნობიერებ იმასაც, რომ სამყაროს შეცვლა მხოლოდ საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლის გზით შეგვიძლია. ამდენად, მზად ვარ ვიმუშაო საკუთარ თავზე, რათა მომავალში უკეთესი გახდეს როგორც ჩემი ქვეყანა, ასევე, ზოგადად სამყარო.

 ჩემი ცხოვრების დევიზია: ეცადე შენი ცხოვრება შეცვალოს შენმა ოცნებებმა, სანამ ცხოვრება შეგიცვლის ოცნებებს.

 ის, რაც შთამაგონებს არის წარმატებული ადამიანების მიღწევები.

 ჩემი მომავლის კონცეფცია არის  მაქსიმალური თვითრეალიზაცია ჩემი, ჩემი ოჯახის და ქვეყნის სასიკეთოდ.

 5 წლის შემდეგ მე ვიქნები წარმატებული საჯარო მოხელე იურიდიული მიმათულებით. ასევე, მექნება სხვადასხვა ინტერესის სფერო, სადაც წარმატებებს მივაღწევ. ასევე, 5 წლის შემდეგ ვიქნები კარგი ტრენერი / წავიკითხავ ლექციებს. შევეცდები ჩემი გამოცდილების გაზიარებას.