სიახლეები

გვანცა შონია

დაიბადა 1991 წელს, ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2013 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი,  ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით. აქვს მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო შემდეგ სფეროებთან: აგენტი (ტაო პრივატ ბანკი); კაპელდინერი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი);  განვადების მენეჯერი  (VTB”  ბანკი ); მოლარე-კონსულტანტი (Marks & Spencer); მარკეტინგის სამსახურის სტაჟიორი(სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო); ლიდერი (ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკი“).

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

როცაგავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ვიგრძენი ძალიან დიდი სიხარული და ის დღე გაფერადდა სხვადასხვა სახალისო ფერით. სიხარულის ის გრძნობა დღემდე გრძელდება, რადგანაც სწავლის პროცესი და პროექტის პედაგოგებთან და მონაწილეებთან ურთიერთობა ამართლებს ჩემს მოლოდინს. ასევე, ამ ამბის გაგებამ მოტივაცია ამიმაღლა, რომ გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს წარმატებას უზრუნველყოფს.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე შევძელი შესარჩევი ტურების გადალახვა და მიმიღეს „50 საჯარო მოხელის“ პროექტში. ასევე მე გახლავართ ძალიან კარგი მსმენელი - თუ ადამიანი არის ცუდ ხასიათზე, ჩემთან საუბრისას  შესაძლებელია ფსიქოლოგიურად დამშვიდდეს და მიიღოს ის მხარდაჭერა, რასაც ელოდა.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის რომ ვარ ცოდნისმოყვარე, მაინტერესებს ყოველი სიახლე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პროგრესს. თუ ჩემი საქმე მაქვს დამთავრებული და დრო მაქვს რამე სხვა ვაკეთო, ავარჩევ იმას რომ შევისწავლო და გავიგო სხვა საქმე როგორ კეთდება. ან უბრალოდ დავეხმარო მეგობარს თავის საქმეში.

ჩემი ცხოვრების დევიზია: თუ გჯერა და მოქმედებ მიზნის მისაღწევად, აუცილებლად მიაღწევ.

ის რაც შთამაგონებს  არის სიყვარული. ეს ის გრძნობაა, რომელიც ნამდვილად საოცრებაა და რომელიც ყველაფერ კარგისკენ გიბიძგებს ადამიანს. ნებისმიერი სახის სიყვარული არის ჩემთვის შთამაგონებელი და ყოველივე კარგის კეთებისკენ და  სხვისთვის სიკეთის კეთებისკენ მიბიძგებს.

ჩემი მომავლის კონცეფცია დაკავშირებულია იმასთან, რომ ხალხისთვის სიკეთე მოვიტანო.

5 წლის შემდეგ მე ვიქნებიწარმატებული და სასახელო საჯარო მოხელე.