სიახლეები

გიორგი ასპანიძე

დაიბადა 1989 წლის 28 ნოემბერს, ქალაქ ახალციხეში. მიღებული აქვს განათლება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2011 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი, ფინანსების სპეციალობით. 2013 წელს გააგრძელა განათლების მიღება სამცხე-ჯავახეთის სახელწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, აუდიტის სპეციალობით.

2012 წელს მიიღო მონაწილეობა მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, რომლის ფარგლებშიც იგი გაგზავნილი იყო ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ქართული ენის  დამხმარე პედაგოგად. სამი სემესტრის განმავლობაში იყო ამ პროექტის მონაწილე.

ფლობს ინგლისურ ენას.

 

როცა გავიგე,  რომმოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“, მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა, წარმატებული კარიერის შექმნის ეტაპი.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ არ ვარ ნიღაბს ამოფარებული, მაქვს მხოლოდ ერთი ნიღაბი და ეს ნიღაბი ჩემი სახეა.

ერთი რამ,  რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ უდიდეს სიამოვნებას მგვრის ადამიანებთან (თუნდაც უცნობებთან) ურთიერთობა და დახმარების ხელის გაწვდენა. თითოეული ამ ადამიანის სახეზე აღბეჭდილი ღიმილი მაგრძნობინებს ცხოვრების აზრს და მომიწოდებს სიკეთის კეთებისკენ.

ჩემი ცხოვრების დევიზია: რაც შეიძლება გააკეთო დღეს, ნუ გადადებ ხვალისთვის.

ის რაც შთამაგონებს  არის  წარმატებული ადამიანების განვლილი ცხოვრება, მათი შემართებული ბრძოლა, ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევა და დასახული მიზნების მიღწევა.   

ჩემი მომავლის კონცეფცია არის ცხოვრება ისეთ გარემოში, სადაც არასდროს მომბეზრდება ფრაზის „ცხოვრება მშვენიერია“  თქმა.

5 წლის შემდეგ მე ვიქნებიერთ-ერთი წარმატებული მოქალაქე, რომელიც თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას აქტიურად გამოიყენებს საქართველოს განვითარებისთვის.