სიახლეები

ანი ქებულაძე

დაიბადა 1993 წელს, ქალაქ ქუთაისში. მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში და ფლობს ბაკალავრის დიპლომს საჯარო მმართველობის მიმართულებით. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში Fairleigh Dickinson-ის უნივერსიტეტში (ამერიკა, ნიუ ჯერსის შტატი). 

ფლობს  რუსულ და ინგლისურ ენებს.

როდესაც გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში “50 საჯარო მოხელე“  ვიყავი უზომოდ ბედნიერი და ამაყი. ძლიერი კონკურენციის და ნერვიულობის მიუხედავად, შევძელი, გადამელახა კონკურსის ყველა ეტაპი, რის შედეგადაც მოვხვდი რჩეულ ორმოცდაათში. ამასთანავე, ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა  - გამემართლებინა ჩემზე დამყარებული იმედები და მოლოდინები.

სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ არასდროს არ ვფიქრობ მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე და სულ გამოვდივარ საერთო მიზნებიდან და სურვილებიდან. ყველა ადამიანი არის ინდივიდი და  შესაბამისად, არის განუმეორებელი, უნიკალური. მაგრამ ამასთანავე ყველას აქვს გარკვეული თვისებები, რომლებიც მას სხვებისგან გამოარჩევს.

ერთი რამ,რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ როგორც რუსეთში სკოლადამთავრებულისათვის ჩემი მთავარი ოცნება იყო საქართველოში სწავლა და სამშობლოში მოღვაწეობა. ჩემი ოცნება ახდა და ვარ ძალიან ბედნიერი.

ჩემი ცხოვრების დევიზია: “მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ”.

ის,რაც შთამაგონებს არის სიყვარული, საინტერესო მხატვრული ლიტერატურა, წარმატებული ადამიანების ისტორიები.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის  საქართველოს მოქალაქეების “გლობალური მოქალაქეების” რიგებში გადასვლა. ამ კონცეფციის მიხედვით  საზღვრები შეიძენენ სიმბოლურ დატვირთვას და ადამიანს შესაძლებლობა ექნება თავისუფლად გადაადგილდეს მსოფლიოს უმეტესობა ქვეყანაში, გაეცნოს განსხვავებულ კულტურას და ჩაერთოს გლობალიზაციის პროცესში.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები წარმატებული, კარიერულ კიბეზე წინმსვლელი საჯარო მოხელე.