სიახლეები

გოგა ბაგაური

იგი არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. 2014 წელს ჩაირიცხა საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“ ვიფიქრე, რომ იწყებოდა ერთ-ერთი ყველაზე რთული, დამღლელი და ყოველდღე დაგეგმილი 6 თვე, და მაინც გამიხარდა.

სხვებისგან გამორჩეული არ ვარ, მაქვს რამდენიმე ჩვევა რომლებსაც უბრალოდ ყოველთვის ვასრულებ, ყოველდღე ვდებ თითო აგურს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

ერთი რამ, რაც მინდა, იცოდნენ ჩემს შესახებ, არის ის, რომ დარწმუნებული ვარ, მომავალი ჩემს ხელშია და მე შემიძლია, მივაღწიო ყველაფერს, რასაც მინდა. არ მაინტერესებს მიზეზები, ვეძებ მხოლოდ შესაძლებლობებს.

ჩემი ცხოვრების დევიზია: არ დანებდე და ნახავ, როგორ ნებდებიან სხვები.

ის რაც შთამაგონებს  არის ისეთი ადამიანების ცხოვრება, როგორებიც არიან: ილია ჭავჭავაძე, ბრიუს ლი, ნიკი ლაუდა, მოჰანდას კარამჩანდ განდი, არნოლდ შვარცნეგერი, ჩარლზ შვაბი, ნიკოლა ვუიჩიჩი, სტივ ჯობსი, ბესარიონ გორჯოლაძე.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის ვეცადო გავაკეთო შესაძლებლობების მაქსიმუმი მიზნების მისაღწევად, ვიცხოვრო გაცნობიერებულად და ვიყო ბედნიერი სიცოცხლის ყოველი წამით.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები ის, რისთვისაც ვიზრუნებ და ვიშრომებ 5 წლის განმავლობაში.