სიახლეები

ლევან ხოსიტაშვილი

 

დაიბადა 1991 წელს, ქალაქ რუსთავში. მიღებული აქვს განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი.

იგი მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში. 2011-2012 წლებში იგი ჩართული იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებულ პროცესებში. 2013 წელს მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პროექტში: „ფსიქოლოგია იურისტებისთვის“,  „ღია მმართველობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“. 2014 წლის დეკემბერში გაიარა ტრეინინგი -  „სისხლის სამართლის ელექტრონული წარმოება“. ასევე, 2015 წელს მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში -,,Youth Exchange our Villages", რომელიც განხორციელდა ევროკომისიის პროგრამა _ ერასმუს პლიუსისა და თურქეთის ნაციონალური საბჭორს მხარდაჭერით. იგი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“, ვიგრძენი თავი განსაკუთრებულად. გავითავისე ის პასუხისმგებლობა, რასაც პროექტის მიზნები ითვალისწინებს. შევემზადე იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიმეღო, რაც დამეხმარება თანამდეროვე საჯარო მოხელედ ჩამოყალიბებაში.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით …. განსხვავების  ნახვა ადვილია, თუმცა არა არსებითი.თითოეული ადამიანი განსაკუთრებული და განუმეორებელია.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მძულს მხოლოდ ქცევები და არა თავად ადამიანი.

ჩემი ცხოვრების დევიზია: ერთხელ ვცხოვრობთ.  „გინდა შეცვალო სამყარო? დაიწყე შენგან“.

ის რაც შთამაგონებს  არის: მუსიკა, ქაოსი და ადამიანი.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის მსოფლიო, სადაც ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები საჯარო მოხელე, რომელსაც უყვარს საქმე, რასაც აკეთებს, არის თავის  საქმის სპეციალისტი, საინტერესო პიროვნება და საიმედო საყრდენი საზოგადოებისთვის.