სიახლეები

ტრენერთა ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის მონაწილეებისთვის

2016 წლის 6-7 თებერვალს, ყვარლის სასწავლო ცენტრში, კლინიკის მონაწილეთათვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი, ცვატა ბერძენიშვილი. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ტრენინგის ჩატარების თანამედროვე მეთოდებს და გაიუმჯობესეს სწავლების პროცესის დაგეგმვისთვის საჭირო უნარები. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ „იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. კლინიკის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის 11 სტუდენტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრის სტანდარტის დაცვით მოამზადებს სამართლებრივ თემებზე მოდულებს და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის ჩაატარებს ტრენინგებს.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის პროექტი,  საგაზაფხულო სემესტრშიც გაგრძელება.