სიახლეები

ნინო გვამბერაძე

 დაიბადა 1993 წლის 9 მარტს, ქალაქ ქუთაისში. 2011 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა. 2011 წელს, სკოლის დსრულების შემდეგ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2015 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ზოგად ფსიქოლოგიაში. ამავე წელს ჩაირიცხა ორგანიზაციის განვითარება და კონსლუტირების სამაგისტრო პროგრამაზე. 2014 წელს გაიარა სტაჟირება პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.

 

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“...  “50 საჯარო მოხელე” პირველი პროექტია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე; მთელი გულით მინდოდა მოხვედრა, ალბათ, ამანაც განაპირობა 50 რჩეულში რომ ვარ დღეს. 13 ოქტომბერსდილით დამირეკეს, ჯერ კიდევ მეძინა. იქამდე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ პროექტში ვერ მოვხვდებოდი და როდესაც მომილოცეს, თავი სიზმარში მეგონა (არ ვაჭარბებ)!  

ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი. სიამაყეს, გაოცებას, აღფრთოვანებას, საკუთარი თავის რწმენას, სიხარულს - ყველაფერს ერთდროულად ვგრძნობდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე უეცრად გავხდი ბედნიერი (აღმატებით ხარისხში). პირველი, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის და გულშემატკივრებისთვის ინფორმაციის გაზიარება. 13 ოქტომბერს მართლაც „ცა მეტი“ იყო ჩემთვის.

სხვებისგან გამორჩეული ვარ ისევე, როგორც სხვები არიან ერთმანეთისგან გამორჩეულები. მარტივად, ავიღოთ შტრიხ-კოდი, ოდნავი ცვლილებითაც კი იგი უკვე სხვა პროდუქტს ეკუთვნის. ასევეა ადამიანების შემთხვევაშიც, ნიშან-თვისებათა კომბინაცია განაპირობებს ჩვენს გამორჩეულობას და არა რომელიმე ერთი მახასიათებელი, რაც სხვას არ გააჩნია. ყოველთვის აღმოჩნდება ვინმე, ვინც უკეთესი იქნება ჩვენზე, მაგრამ არა ჩვენი იდენტური. ასე რომ ჩვენ ვართ უნიკლურები ჩვენი არსებით.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ... ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემ შესახებ არის ის, რომ ყველაზე მეტად მიყვარს ადამიანების გახარება, განსაკუთრებით - მოულოდნელად.

ჩემი ცხოვრების დევიზია:  „მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა“.  საყვარელი და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ჭეშმარიტი ფრაზაა „დრონი მეფობენ და არა მეფენი“.

ის რაც შთამაგონებს არის ჩემი მომავალი!

ჩემი მომავლის კონცეფცია არის...მომავალი საკუთარ თავში ხანგრძლივ პერიოდს მოიაზრებს, დაწყებული მომავალი წამიდან, დასრულებული სიცოცხლის ბოლომდე. რთულია დეტალები გაწერო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი მთელი ცხოვრება იქნება პიროვნული და კარიერული ზრდა-განვითარება, სამართლიანობისთვის ბრძოლა, წინსვლა და რაც მთავარია ხალხზე ზრუნვა... ხალხში შეიძლება იგულისხმებოდეს, როგორც ჩემს ირგვლივ მყოფი საზოგადოება, ისე ფართო მასები. ეს დამოკიდებულია მოცემულობაზე, რომელიც ჩემ წინაშე დადგება სამომავლოდ.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები უფრო განათლებული, გამოცდილი, წარმატებული საჯარო მოხელე.