სიახლეები

მარიამ გარსევანიშვილი

დაიბადა 1991 წლის 22 ივნისს, ქალაქ თბილისში. განათლება მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2013 , ფლობს ევროპისმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხს. 2012 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2013 წელს მიიღო მონაწილეობა AIESEC -ის პროექტში „ENGLISH ACADEMY“. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტმობრის ჩათვლით მუშაობდა კომპანია ,,Angel’s Face” - ში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. 2015 წლის მაისიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით გაიარა სტაჟირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. ამავე დროს თანამშრომლობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების ჯგუფთან _ ,,EUVEGE“.  2015 წლის ოქტომბრიდან იმყოფება პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ .

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ პირველი ემოცია იყო სიხარულისა და ბედნიერების გნაცდა, ასეთი მაღალი სტანდარტის პროექტში მოხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და დამაკისრა პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე რომლებიც ჩემში დებენ ფასდაუდებელ ინვესტიციას.

ე როგორც პიროვნება სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ჩემი გონება თავისუფალია სტერეოტიპული აზროვნებისგან,  მე ვარ 21-ე საუკუნის ადამიანი რომელსაც აქვს აზროვნების სრული თავისუფლება და უფლება რომ არ იყოს დარწმუნებული წლებისა და საუკუნეების წინ საზოგადოებაში გავრცელებული საერთო აზრის შემქმნელების გონიერებაში.  მსჯელობისა და დასაბუთების გარეშე მოცემული ყოველი მოცემულობა ჩემთვის უბრალო, აბსტრაქტულ დოგმატებად რჩება.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ არასოდეს შევეგუები უსამართლობას.

ჩემი ცხოვრების დევიზია: იკითხე, შეისწავლე, შეიმეცნე, მიეცი გონებას აზროვნების თავისუფლება და ის ერთი შეხედვით მიუღწეველ მიზნებსაც კი ხელშესახებს გახდის.

ის რაც შთამაგონებს  არის  მხატვრული ლიტერატურა, კლასიკური მუსიკა, თეატრი, ყველაფერი რაც ეხება ადამიანის ღრმა, სულიერ მდგომარეობას.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის  განათლების მიღების უსასრულობა დროში, მოღვაწეობა საჯარო სამსახურში, კერძოდ განათლების სფეროში და ამ კუთხით მონაწილეობა ქვეყნის საერთო, სამომავლო მიზნების განხორციელებაში.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები  საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში მდგომი წარმატებული საჯარო მოხელე .