სიახლეები

თებრო ლევიძე

დაიბადა 1993 წლის 04 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში. ზოგადი განათლება მიიღო ქ. ქუთაისის  #31-ე საჯარო სკოლაში. 2015 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სწავლობდა სახელმწიფო დაფინანსებით. ამავე წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - კერძო სამართლის სპეციალიზაციით, ასევე სახელმწიფო  დაფინანსებით.

2015 წლის ოქტომბრიდან არის პროექტში „50 საჯარო მოხელე“. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროექტსა და კონფერენციაში. გავლილი აქვს სტაჟირებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში; სსიპ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“პირველ რიგში ძალიან გამიხარდა. კონკურსში გამარჯვებამ შემმატა თავდაჯერებულობა, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა გავიარეთ რთული და მრავალ ეტაპიანი შესარჩევი კონკურსი. თავიდანვე გააზრებული მქონდა, რომ პროექტი იძლოეოდა პიროვნული და პროფესიული განვითარების დიდ შანსს და მოტივირებული ვარ მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ 50 რჩეულ, ჭკვიან და მიზანდასახულ ახალგაზრდას შორის ერთერთი, ურთიერთობა გვაქვს პროფესიონალ და საუკეთესო ტრენერებთან და რაც მთავარია კარგად მაქვს გათვიცნობიერებული  პასუხისმგებლობა იმის, რომ ჩვენ ვქმნით ამ პროექტის  და არა მარტო ამ პროექტის მომავალს.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ყოველთვის სიახლის ძიებაში ვარ, მიღწეული წარმატება არ მაჩერებს და გამუდმებით ვცდილობ კიდევ უფრო მეტ კარიერულ წინსვლაზე.

ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ ჩემთვის აუტანელია უსამართლობა და  ჩემი ყოველი ქმედება სამართლიანობის  დაცვისაკენ იქნება მიმართული.

დევიზი: „ცოცხლობდე - ნიშნავს იბრძოდე; იბრძოდე - ნიშნავს ცოცხლობდე.“ პიერ ბომარშე

ის, რაც შთამაგონებს,  არის  სიყვარული და თანადგომა.

ჩემი მომავლის კონცეფცია ეფუძვნება საყოველთაო მშვიდობას, ღირსეულ სიცოცხლეს, ბრძოლას უკეთესი მომავლისათვის, განსაკუთრებით კი  ჩემი ქვეყნის  მომავალისათვის, რომელშიც მინდა, რომ წვლილის შემტანი მეც ვიყო.

5 წლის შემდეგ მე ვიქნებიშემდგარი პროფესიონალი, საკუთარი საქმის კარგი მცოდნე, ორიენტირებული პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე, ქვეყნისათვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ცვლილებების სათავეში, რომელიც უკვე დაიწყო  და მიმდინარეობს ჩვენი - პროექტის მონაწილეების სახით.