სიახლეები

გულიკო ფერაძე

დაიბადა 1993 წელს, ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს მას მიენიჭა  ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში.  ამავე წელს  სწავლა გაარძელა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, კერძო სამართლის მიმართულებით.

2013-2015 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის მენეჯერად. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებში - საერთაშორისო ტესტირების ცენტრის ადმინისტრატორად. დაინტერესებულია სამართლის ისტორიით და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები სამართალმცოდნეობის სფეროში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

როდესაც გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, რა თქმა უნდა, სიხარულის  განცდა დამეუფლა.დავიწყე გონებაში დაგეგმვა იმისა, თუ რა და როგორ წარიმართებოდა პროექტის განმავლობაში. მქონდა შეგრძნება, რომ ეს იყო ჩემთვის ახალი შესაძლებლობა წარმატების მისაღწევად, განათლების მისაღებად და საინტერესო ადამიანების გასაცნობად.

 სხვებისაგან გამოვირჩევი იმით, რომ მე გამოვირჩევი დასახული მიზნისაკენ ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ნაკისრი ვალდებულებებისადმი.

 ერთი რამ, რაც მინდა რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული ჩემი სამშობლოსა და არჩეული პროფესიის მიმართ.

ჩემი ცხოვრების დევიზია ცნობილი დალაი ლამას გამონათქვამი - „მოემზადე გადაჭარბებულად და დაე, მოხდეს ის რაც მოსახდენია“. ვფიქრობ, ეს სიტყვები მარტივი ფორმულაა წარმატებისაკენ სავალ გზაზე.  ადამიანმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, საქმის კეთებისას ბოლომდე დაიხარჯოს და შედეგი, რომელსაც მიიღებს სწორედ მისი საქმიანობის ნაყოფი იქნება. მჯერავს, რომ თუკი ყველა საქმის მიმართ ჩემი მზაობა იქნება „გადაჭარბებული“, სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

ის რაც შთამაგონებს არის ყოველდღიური ცხოვრება და ადამიანების მიმართ სიყვარული. არ ვთვლი, რომ მჭირდება კონკრეტულ გარემო-ფაქტორებზე ფიქრი იმისთვის, რომ მომეცეს მოტიცავია. ხალხი, რომელთან ურთიერთობაც მაქვს ყოველდღიურად, ამბები რომლებიც ვითარდება ჩემს გარშემო, მაძლევს ძალას და სურვილს ვაკეთო უფრო მეტი წარმატებისაკენ სავალ გზაზე.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის წარმატების მიღწევა როგორც საჯარო, ასევე სამეცნიერო საქმიანობაში.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები ქართული სახელმწიფოს სამსახურში. ვეცდები ჩემი ხედვითა და განათლებით ვაკეთო ისეთი საქმე, რომელიც იმ დროისთვის იქნება ქვეყნის წინსვლისათვის სასიკეთო.