სიახლეები

დავით ლომაძე

   დაიბადა 1990 წლის 24 ნოემბერს, ქალაქ სოხუმში. განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. 2010 წელს მონაწილეობდა საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის, AIESEC-ის, გაცვლით პროგრამაში, რის ფარგლებშიც, პოლონეთის სკოლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ატარებდა ტრენინგებს 2 თვის მანძილზე, თემებზე: კომუნიკაცია, დროის მართვა, მოლაპარაკებების წარმართვა. 2011 წელს, ზაფხულის პერიოდში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია, "ალდაგი ბისიაი"_ში, გარე გაყიდვების აგენტად. 2013 წელს გაიარა სტაჟირება სადისტრიბუციო კომპანიაში RevoGroup_ში, მარკეტერის პოზიციაზე. 2014 წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა ასოციაციაში, გაყიდვების განყოფილებაში. ამჯერად სწავლობს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. 

პროექტში მოხვედრა ჩემთვის  სასიხარულო იყო, რადგან მოვახერხე დიდი კონკურენციის დაძლევა და აღმომაჩნდა ის მონაცემები, რაც ჭირდება პირველ რიგში პროექტს, ხოლო შემდგომ საჯარო სამსახურს.

ყველა ადამიანი ინდივიდია და აქვს განსაკუთრებული თვისება, რაც სხვებისგან გამოარჩევს, თუმცა მე არ ვთვლი, რომ ჩვენ უნდა ვეძიოთ განსხვავებებს, არამედ მსგავსებებს, რომ შევძლოთ საერთო მიზნის მიღწევა. ეს 50 ადამიანი ვგავართ ერთმანეს შრომისმოყვარეობით, მიზანსწრაფვით, კეთილსინდისიერებით და ერთსულოვნების შეგრძნებით.

ცხოვრებაში ორი დევიზით ვხელმძღვანელობ: პირველი არის, „იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა ნახო სამყაროში“ [მაჰათმა განდი], რაც ნიშნავს, რომ თუ გვინდა რამე შეიცვალოს, პირველ რიგში ჩვენ უნდა შევიცვალოთ; ხოლო მეორე დევიზი, არის ინგლისური გამონათქვამი „არაფერია დამთავრებული, სანამ არ დამთავრებულა“, რაც ნიშნავს, რომ ნაადრევად  არ უნდა დავნებდეთ.

შთაგონების წყარო ჩემთვის არიან ჩემი მშობლები, რადგან ცხოვრების რთულ პერიოდში, ერთად, შეძლეს სირთულეების დაძლევა და როდესაც დაკარგეს ყველაფერი, ხელახლა შეძლეს ფეხზე დადგომა.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის გავეცნო საჯარო სამსახურის სპეციფიკას, გამოვიყენო მიღებული ცოდნა და გამოცდილება მაღალპრიორიტეტული პრობლემების დასაძლევად. მინდა ჩამოვაყალიბო მენეჯმენტის სტანდარტი, სადაც თანამშრომლების მოტივირება და განვითარება იქნება მთავარი საშუალება სირთულეების დასაძლევად. შემდგომ მსურს, რომ ჩემი გამოცდილება გავუზიარო მომავალ საჯარო მოხელეებს.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები საჯარო მოხელე.