სიახლეები

გუგა აბდუშელიშვილი

დაიბადა 1993 წელს ქალაქ თბილისში. 2015 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2013–2014 წლებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას და იმარჯვებდა სხვადასხვა იურიდიულ კონკურსში. ამავე პერიოდში გაიარა პრაქტიკა საადვოკატო კომპანიაში და 2015 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, ვიგრძენი სიხარული და პასუხისმგებლობა. უნდა ვაღიარო, საჯარო სამსახურის სპეციფიკაზე არასდროს მქონდა დიდი ინფორმაცია და აქედან გამომდინარე, არც იყო ის ჩემი საოცნებო ადგილი დამკვიდრებისთვის. თუმცა წიგნის განსჯა მისი ყდით არ შეიძლება. ამიტომ გადავწყვიტე, ბედი მეცადა და ახლოდან შემეხედა ამ სფეროსთვის.

სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მაქვს თავდაჯერებულობისა და მოკრძალებულობის ეფექტური შეხამება. ვარ გულწრფელი, არ მეშინია საკუთარი სისუსტეების ამოცნობის და მათ გაუმჯობესებაზე მუშაობის.

ერთი რამ რაც მინდა, იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მაქვს საკმაო ნებისყოფა იმისა, რომ არასდროს დავნებდე და მუდამ გავაგრძელო წინსვლა. როგორც ამბობენ, მთავარი ის კი არაა, რამდენჯერ წაიქცევი, არამედ ის, თუ რამდენჯერ წამოდგები.

5 –10 წლის შემდეგ მე ვიქნები იმ გუნდის წევრი, რომელიც იმუშავებს ქართული ბიზნეს სამართლის გაუმჯობესებაზე, რათა არსებობდეს უკეთესი შესაძლებლობები სახელმწიფოში მატერიალური დოვლათის შესაქმნელად.