სიახლეები

ანა პიპინაშვილი

ანა პიპინაშვილი დაიბადა 1993 წლის 9 ივლისს, ქ. თბილისში.  2011 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 100 %-იანი დაფინანსებით. 2015 წელს მას მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი, ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით.

ბაკალავრიატის პერიოდში მიიღო მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ჩატარებულ ონლაინ ლექციებში, თემაზე: „U.S. FOREIGN POLICY“ .

2015 წელს გაიარა პრაქტიკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე’’ დავინახე, რომ შრომა ფასდება, ვიგრძენი მოტივაცია მომავალი გეგმების შესასრულებლად და კიდევ უფო მეტი პასუხისმგებლობა ხალხის, საკუთარი თავის მიმართ.

სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე არასდროს ვკარგავ უკეთესი მომავლის იმედს და მჯერა, ადამიანი თავად უნდა იყო ის ცვლილება, რომელსაც ელი  საზოგადოებისგან.

ერთი რამ რაც მინდა, იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ ხშირად ქუჩაში სეირნობისას მიჩნდება სურვილი ღიმილით მივესალმო უცნობ ადამიანებს, გამოველაპარაკო თუნდაც უბრალოდ კომპლიმენტი ვუთხრა და გავცვალო მათთან თბილი ემოცია. მიყვარს ყველა ქართველი და საქართველოზე შეყვარებული ადამიანი,  შეიძლება ისინი ჩემთვის უცნობები იყვნენ, მაგრამ არა უცხოები.

ჩემი ცხოვრების დევიზია: არ შეგეშინდეს დამარცხების, გარისკე და ყოველთვის დარჩი საკუთარი ღირებულებების ერთგული – ეს არის გზა წარმატებისკენ. მე ვარ მე !

ის, რაც შთამაგონებს არის: გამორჩეულ ადამიანთა ცხოვრება, სულიერად ძლიერი პიროვნებების ისტორია, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეს, მცდელობებს,  სირთულეებს. ილია ჭავჭავაძე და მსგავსი სულისკვეთების ადამიანები, რომლებიც მუდმივად ეძებდნენ გამოსავალს სიტუაციიდან და არა გამართლებას, არიან საკუთარი ღირებულებებისა და იდეის ერთგულნი. 

ჩემთვის ყოველი მომდევნო დღე სამომავლო კონცეფციად მოისაზრება. მიზანს პლიუს მოქმედება განსაზღვრავს მომავალს, თავისუფლება, სიმართლე, შრომა და სულიერი სიმშვიდე – აი ესაა მთელი ჩემი ცხოვრების კონცეფცია.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები საჯარო მოხელე