სიახლეები

თამარ მჭედლიშვილი

დაიბადა 1993 წელს ქ. თბილისში. მიღებული აქვს განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ამავე წელს, მან გაიარა სტაჟირება „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტში“ და სს გეს „საქრუსენერგოში“. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ბედნიერებასთან და სიხარულთან ერთად პასუხისმგებლობის გრძნობაც გამიჩნდა მათ წინაშე, ვინც ჩემში პერსპექტივა დაინახა და მომცა საშუალება გავმხდარვიყავი ამ პროექტის მონაწილე.

ყველა ჩვენგანში არის რაღაც, რაც ერთმანეთისგან გამოგვარჩევს. ჩემს შემთხვევაში ეს, ალბათ, არის გარემოს ჩემეული არაერთეროვანი აღქმის უნარი, რომელიც მაძლევს საშუალებას დავინახო მონეტა არა ერთი ან ორი მხრიდან, არამედ სამ განზომილებაში.

ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მე შემიძლია გავაკეთო იმაზე გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჩემი ცხოვრების დევიზია: „იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია – ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი“. პლატონი.

რაც შთამაგონებს არის ყველაფერი ის, რაც ჩემში ძლიერ ემოციას იწვევს. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც რთული წინააღმდეგობის მიუხედავად მტკიცედ დგას ფეხზე; ასევე შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ბუნება, მუსიკა, კინო, თეატრი და ა.შ.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის მივაღწიო ყველა ჩემს დასახულ მიზანს.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელსაც ეყვარება თავისი საქმე და კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას საჯარო სამსახურში.