სიახლეები

სამართლის სკოლა - „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი“

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (TCJ), ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისთან (ELSA Tbilisi) ერთად, 2015 წლის 15-25 დეკემბერს ახორციელებს სამართლის სკოლას თემაზე „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი“.
პროექტის მიზანია ევროინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაცია, სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და ამ სფეროში არსებული აქტუალური საკითხებით მათი დაინტერესება.
პროექტის პარტნიორები არიან:
• გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
• საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
• გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
• კავკასიის უნივერსიტეტი (CSL)
• ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU)
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ILIAUNI)

სამართლის სკოლის ფარგლებში, მოწვეული სპეციალისტები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:
• ევროკავშირის სამართალი, ინსტიტუტები, სტრუქტურა
• ასოცირების ხელშეკრულება – ეკონომიკური სივრცე, თავისუფალი ბაზარი, ევროინტეგრაციის უკანასკნელი პრობლებები საქართველოში
• ვორქშოფი ევროპის მოქალაქეობაზე
• ევროპის თანამედროვე გამოწვევები, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, გაწევრიანების კრიტერიუმები და პროცედურა
სამართლის სკოლა გაიმართება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
მისამართი: სანდრო ეულის 3ა.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია შეავსონ აპლიკაციის ფორმა, რის საფუძველზეც შეირჩევა 25 საუკეთესო მონაწილე.

პროექტში მონაწილეობისათვის განცხადების შევსების ბოლო ვადაა 2015 წლის 13 დეკემბერი.

სამართლის სკოლის დასრულების შემდგომ, ტესტირების საფუძველზე, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სამართლის სკოლის დღის წესრიგი და აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
დღის წესრიგი
აპლიკაციის ფორმა

პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნინო ბეჟაშვილი (+995 555) 11 47 74 ; nbezhashvili@tcj.gov.ge
ნინი ძიგუაშვილი (+995 598) 12 03 73 ; dziguashvilinini@gmail.com