სიახლეები

უფასო ტრენინგი არაიურისტებისთვის „სამართალი და ადამიანის უფლებები“

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 10 და 11 დეკემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (არაიურიდიული განათლების მქონე) ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, აძლევს  შესაძლებლობას გაიაროს ერთდღიანი უფასო ტრენინგი „სამართალი და ადამიანის უფლებები“.

ტრენინგის მიზანია ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობა და ტრენინგის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ტრენინგი ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფისში, სანდრო ეულის 3ა, 10:00-17:00 სთ-ზე.

 

ტრენინგზე დასწრების მსურველთა საყურადღებოდ, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე

 

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის, 5 დეკემბრამდე.