სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში სს „საქორგგაზის“ თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ბუნებრივი გაზის სექტორში“

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სპეციფიკას და ადმინისტრაციულ სამართადარღვევებზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზს.

 ტრენინგს უძღვებოდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ელდარ გოგიშვილი და ელისო ბალანჩივაძე, რომლებიც არიან იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერები.